დასაქმების ფორუმი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში


11 მაისს, სსიპ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიამ მონაწილეობა მიიღო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ დასაქმების ფორუმში, სადაც სტუდენტებს საკუთარი
საქმიანობა და დასაქმების პირობები გააცნო. ფორუმში მონაწილეობდნენ, როგორც სახელმწიფო დაწესებულებების, ისე კერძო სტრუქტურების წარმომადგენლები. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის წარმომადგენლებმა ყველა დაინტერესებულ პირს გააცნეს საკუთარი უწყების საქმიანობა, მიზნები და ამოცანები, რა მიმართულებებით მუშაობს ლაბორატორია და რა პროცედურებს მოიცავს პრაქტიკების გავლის პროცესი. კერძოდ, ლაბორატორიის თანამშრომლები გაესაუბრნენ 100-მდე სტუდენტს, მიიღეს 20 რეზიუმე და 40 სააპლიკაციო ფორმა პრაქტიკების გასავლელად. მოცემული მონაცემების საფუძველზე შეიქმნება „სარეზერვო ფონდი“ და სამომავლოდ პრაქტიკების დაგეგმვასა და დასაქმების პროცესში იქნება გათვალისწინებული.