ბიოუსაფრთხოების კონფერენცია ქ.მადრიდში


ესპანეთში , ქალაქ მადრიდში, ჩატარდა მე - 20 საერთაშორისო ევროპული ბიოუსაფრთხოების ასოციაციის (EBSA) შეხვედრა - პრე-კონფერენცია და კონფერენცია,
რომელშიც მონაწილეობა მიიღო სსიპ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის როგორც თბილისის, ისე რეგიონული ლაბორატორიის თანამშრომლებმა. შეხვედრაზე მონაწილეებმა წარადგინეს სამეცნიერო პოსტერები და განიხილეს ზოგადი ბიოუსაფრთხოების საკითხები და ბიოლოგიური ნარჩენების მართვის პროცედურები. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელმა ბიოუსაფრთხოების დარგში ერთმანეთს გაუზიარეს საკუთარი ცოდნა და გამოცდილება. ამასთან ერთად, ჩატარდა სწავლებები ბიოუსაფრთხოებისა და რისკის შეფასების საკითხებზე. აღნიშნული პროგრამა ორიენტირებულია საერთაშორისო სტანდარტის ლაბორატორიულ პრაქტიკაზე, უსაფრთხო სამუშაო პროცედურებზე, ასევე ქცევით ნორმებისა და ადგილობრივი წესების დაცვაზე. ბიოუსაფრთხოების ტრენინგი ასევე მოიცავს ინფორმაციას პოტენციურად საშიშ მასალებთან მუშაობისას ბიორისკის შემცირებისა და პრევენციისთვის საჭირო ბიოუსაფრთხოების მეთოდების შესახებ. აგრეთვე ბიოდაცვისა და ინფორმაციული უსაფრთხოების მხრიდან წაყენებულ მოთხოვნათა შესახებ. #სოფლისმეურნეობა2017 #სოფლისმეურნეობისლაბორატორია #ბიოუსაფრთხოება #LMA