სწავლება მცენარის საკარანტინო მავნებელზე


სსიპ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიაში მცენარის საკარანტინო მავნებელზე სწავლება ჩატარდა. გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის FAO-ს მიერ მოწვეულმა ტრენერმა
 ლაბორატორიის ფიტოსანიტარიის დეპარტამენტის თანამშრომლებისათვის გამართა მასტერკლასი თემაზე: ,,საქართველოში ხეხილის ბაქტერიული სიდამწვრის გამომწვევი ახლად შემოჭრილი პათოგენის Erwinia amylovora-ს შესახებ.“ სწავლების დროს მცენარეთა მავნე ორგანიზმების დიაგნოსტიკის დეპარტამენტის მოლეკულური-ბიოლოგიის სპეციალისტებმა განიხილეს აღნიშნულ პათოგენზე კონტროლის გაძლიერების შესაძლებლობები. სწავლებას წინ უძღოდა ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო შემოწმების განხორციელების დროს, ლაბორატორიის სპეციალისტების მიერ, შემოსულ ნიმუშებში საკარანტინო მავნებლის დაფიქსირება. აღსანიშნავია, რომ სწორი და დროული საკარანტინო ორგანიზმის აღმოჩენა ქვეყანაში იწვევს დაავადების გავრცელების რისკის შემცირებას და ეკონომიკური ზარალის თავიდან აცილებას. მავნებლის გავრცელების პრევენციისათვის, ინფორმაცია დროულად გადაეცა შესაბამისს ორგანოებს. ამასთანავე, საჭირო გახდა მავნებლის მახასიათებლების უკეთ შესწავლა. სსიპ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის თანამშრომლებს საკუთარი გამოცდილება და ცოდნა უცხოელმა ექსპერტ-სპეციალისტმა გაუზიარა. სწავლება მოიცავდა, როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ მეცადინეობებს. გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციისა (FAO) პროექტის TCP/GEO/3602/C2 „მცენარეთა დაცვის ეროვნული ორგანიზაციის (მდეო) შესაძლებლობების გაძლიერების ფარგლებში სწავლებასთან ერთად, დაგეგმილია სხვა აქტივობებიც. #სოფლისმეურნეობა2017 #სოფლისმეურნეობისლაბორატორია #ფიტოსანიტარია #LMA #FAO Food and Agriculture Organization of the United Nations (FAO)